საზოგადოება
„ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს. კომპანიის მმართველობაში მონაწილეობას არ მივიღებ" - ქიბარ ხალვაში (ვიდეო)

1-kibara-sazog-1საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. „რედისონში“ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა აღნიშნა, რომ უნდა მოიხსნას კითხვები, თუ როგორი იქნება რუსთავი 2 მას შემდეგ, რაც ის გადავა საბოლოოდ მათ საკუთრებაში (ვიდეო იხ. აქ).

ჩვენი კომპანია, გამარჯვების შემთხვევაში იქნება აუცილებლად პარიტეტულ საწყისებზე. თუ სასამართლო ბოლოს ჩემს სასარგებლოდ დაადგენს, ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს. კომპანიის მმართველობაში მონაწილეობას არ მივიღებ. ჟურნალისტიკა თავისუფალი იქნება ჩემი ზემოქმედებისაგან. ამ საქმიანობას წარმართავენ ისეთი პროფესიონალები, როგორიც დათო და რეზოა“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

ხალვაშისავე განცხადებით, ადამიანი, რომელსაც აქვს მაღალი ხელფასი და არღვევს სამართლიანობის პრინციპს, სამსახურში ვერ დარჩება.

კომპანია უნდა იყოს კომერციულად გამართული. 40-45 ათასი ხელფასი არ უნდა იყოს. ამ ხელფასს ვერ შევთავაზებთ, შევეცდებით, რომ ჟურნალისტებს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეთ ხელფასი და ჰქონდეთ მისაღები და მაღალი ხელფასი“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

ასევე, მან განმარტება გააკეთა იმ ფრაზასთან დაკავშირებით, რომ ზონდერ ჟურნალისტებად მოიხსენია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები.

ზონდერ ჟურნალისტად მიმაჩნია ჟურნალისტი, რომელიც დგამს სცენარს, იღებს და აშუქებს. მე სიტყვა არასწორად შევარჩიე, უნდა მეთქვა არაობიექტური და ამისთვის ბოდიშს ვიხდი, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

„რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველები რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი არიან.

სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების 60% - ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, 40% კი მის საკუთრებაში არსებულ შპს „პანორამას“ მიეკუთვნა.