პუბლიკაციები
იტალიაში ერთსქესიანთა ყველა ქორწინება გაბათილდა

1-brak-zar-3-analitსაქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. ასობით ერთსქესიანთა ქორწინება გაუქმდა იტალიაში მას მერე, რაც სახელმწიფო ადმინისტრაციამ ასეთი ქორწინების ლეგალიზაცია გააუქმა. ერთსქესიანთა ქორწინება იტალიაში ლეგალიზებული არ არის და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ქვეყანა ვატიკანის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფება. ამის მიუხედავად, რამდენიმე ლიბერალი მერი კანონის წინააღმდეგ მიდიოდა და საზღვარგარეღ გაფორმებულ ერთსქესიანთა კავშირს ქვეყანაში არეგისტრირებდა. ჰომოსექსუალების უფლებების დამცველმა ჯგუფებმა ეს კანონი აღშფოთებით მიიღეს და განსაკუთრებით მაშინ, როცა ცნობილი გახდა, რომ მის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღო კათოლიკურმა საზოგადოებამ Opus Dei, რომელთა წევრები მკაცრად მორწმუნეობრივი ცხოვრებით ცხოვრობენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება „ვინმეს გამარჯვება კი არა, ქვეყნისთვის საზიანოა, რადგან ამ გადაწყვეტილებით იტალია უბრუნდება იმ საწყისს ეტაპს ჰომოსექსუალების უფლებებთან მიმართებაში”.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შემთხვევაში ჰომოსექსუალი წყვილები იმავე უფლებებით ისარგებლებენ და ისევე იქნებიან დაცულნი, როგორც ჰეტეროსექსუალი წყვილები.