პუბლიკაციები
ხატია დეკანოიძე უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსად დანიშნეს

1-dekano-zar-2-anსაქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე უკრაინაში ნაციონალურ პოლიციას უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი უკრაინა" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მთავრობამ შს მინისტრი არსენ ავაკოვის შესაბამის წინადადებას მხარი დაუჭირა. მათივე ცნობით, თავის გამოსვლაში ხატია დეკანოიძემ უკრაინაში პოლიციის რეფორმისადმი ერთგულება გამოხატა.

გამოცემის ინფორმაციით, ხატია დეკანოიძე იყო შს მინისტრი არსენ ავაკოვის მრჩეველი. საქართველოში მუშაობდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდში, კერძოდ, იკავებდა განათლების მინისტრის თანამდებობას. პრეზიდენტმა პოროშენკომ აგვისტოში ხელი მოაწერა კანონს ეროვნული პოლიციის შესახებ. იმავე დროს შსს-ში განაცხადეს, რომ ეს სტრუქტურა მილიციას სამ თვეში შეცვლიდა.