პუბლიკაციები
განჩინებაში ურთმელიძე მე-5 მუხლში მიუთითებს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დროებით მმართველად დაინიშნოს დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი.
მე-6 პუნქტში კი აღნიშნულია, რომ დვალმა და საყევარიშვილმა უფლებამოსილების განხორციელება განჩინების გამოქვეყნების, ანუ 2015 წლის 5 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ.
მე- 7 პუნტქტით კი მოსამართლე ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერა.
ურთმელიძე განჩინებაში ასევე წერს "დროებით მმართველს განემარტოს, რომ თუ ის (ისინი) არ შეასრულებს საწარმოს კეთილსინდისიერად მართვის მოვალეობას, იგი საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ვალდებულებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ".
ურთმელიძე აქვე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება განჩინების გამოქვეყნებისთანავე უნდა აღსრულდეს, ანუ 2015 წლის 5 ნოემბერს.