საზოგადოება
„ენვერის“ საქმეზე დაკავებულები ხელახალი გამოძიების ჩატარებას და საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნას ითხოვენ

1-enver-sazog-3საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. ოპერაცია, კოდური სახელწოდებით „ენვერი“, საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობას ეხება. 2010 წლის ნოემბერში 15 ადამიანი დაიჭირეს. მათგან ცხრას, რომლებმაც დანაშაული არ აღიარეს, 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი დავით მესხიძეა.  არანაირი კომპრომატი, არანაირი ფაქტი ჩვენს წინააღმდეგ არაფერი არ არის. ერთადერთი რაც მათ უწყობთ ხელს იმაში, რომ ჩვენ დაგვადანაშაულონ, არის ის, რომ ჩვენ საქმეზე ადევს გრიფი საიდუმლო, რომელსაც ცოცხალი თავით არ ხსნიან. სწორედ მაშინ გამოაშკარავდება ყველაფერი სიმართლე“, - აცხადებს იგი.

„ენვერის“ საქმეში მსჯავრდებულებმა საპყრობილე 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვეს. თუმცა სამართლებრივად ისინი კვლავ ჯაშუშებად ითვლებიან, რადგან მათთვის გამამტყუნებელი განაჩენი არავის შეუცვლია. „ენვერის“ საქმეზე დაკავებულები ხელახალი გამოძიების ჩატარებას და საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნას ითხოვენ.

ითქვა, რომ საიდუმლო გრიფის გამო საქმის დეტალები ვერ ხმაურდება. ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ მასში მეხსიერების ბარათისა და ორმაგი აგენტის, ფსევდონიმით „ენვერის“, იგივე გიორგი აბაშიძის, რომელიც სინამდვილეში გენადი ჰაიდაროვია, ჩვენების გარდა არაფერი დევს. თავად ჰაიდაროვი კი აცხადებს, რომ არც პროკურატურაში და არც სასამართლოზე ხელი პირდაპირ არცერთი ბრალდებულისთვის არ დაუდია.

„რამხელა აბსურდი იყო ამ საქმეში. აი ეს საქმე გახდეს საჯარო... ამ ფლეშკაზე, როგორც მოგეხსენებათ ნებისმიერი ინფორმაციის ჩაწერაა შესაძლებელი და კურიოზი იყო ის, რო ზოგს ბუხრის თავზე, ზოგს ბავშვების სათამაშოებში და ზოგს სამსახურში, ზოგს მანქანაში აღმოუჩინეს თითქოს ეს ფლეშკები და მათზე იყო რაღაც სამხედრო საიდუმლოებები ჩაწერილი“, - აცხადებს უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი.