საზოგადოება
აღმაშენებლის გამზირზე საცხოვრებელი სახლების რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი რიმა ბერაძემ და დავით ტალახაძემ მოსახლეობას წარუდგინეს

1-beri-sazog-1საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ქართული ოცნება-დემოკრატიულისაქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმაბერაძემ და თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარის მოადგილემ დავით ტალახაძემ აღმაშენებლის გამზირზე საცხოვრებელი სახლების რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია ადგილობრივ მოსახლეობას წარუდგინეს.

რიმა ბერაძის განცხადებით, პროექტის მიზანი აღმაშენებლის N-34-36-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისთვის ისტორიულ-კულტურული ძეგლისთვის იერ-სახის შენარჩუნება და გაუმჯობესება, ასევე აღნიშნული შენობისათვის თავდაპირველი მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის დაბრუნება, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ტურისტული პოტენციალის ზრდის ხელშეწყობაა.

ეს სახლი 1903 წელს დიდმა ქართველმა მეცენატმა და საზოგადო მოღვაწემ ერასტი ჭავჭანიძემ ააშენა და იგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

გადმოცემის თანახმად, სახლის სადარბაზოები ფლორენციელი მხატვრების მოხატულია. აქვე შეხვდებით სცენებსვეფხისტყაოსნიდან“, რომელიც მხატვარ მიხაი ზიჩის ილუსტარციების მიხედვითაა შექმნილი,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შენობის გადარჩენის მიზნით, მან დაუყოვნებლივ მიმართა დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას და განვითარების ფონდის ხელმძღვანელს, რის შემდგომაც შენობის რესტავრაციის კონცეფცია შემუშავდა და შესაბამისად, პროექტით თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში იქნა გათვალისწინებული.

დღევანდელ შეხვედრაზე პროექტის პრეზენტაცია მოსახლეობისთვის ჩატარდა, სადაც ისტორიული შენობის რესტავრაციისა და რეაბილიტაციის მნიშვნელოვან საკითხებზე ბინათმესაკუთრეებს სრული ინფომაცია მიეწოდათ. პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება“,- აღნიშნა საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა.

თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ობიექტის რეაბილიტაციის პერიოდში მაცხოვრებლებს შენობიდან გაიყვანენ და მათი ქირის საფასურს პროექტის საბოლოო განხორციელებამდე განვითარების ფონდი სრულად აანაზღაურებს.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელების პროცესსა და ვადებს მკაცრი მონიტორინგი გაეწევა.

აღნიშნული სახლის  სრული რეაბილიტაციისა და რესტავრაციის შედეგადაც შენობა პირვანდელ მხატვრულ-არქიტექტურულ იერსახეს დაიბრუნებს.

დ. აღმაშენებლის გამზირი N34-36 -ში მდებარე საცხოვრებელ სახლებს კონსტრუქციული გამაგრება, გარე და შიდა ეზოს ფასადებს რესტავრაცია ჩაუტარდება. ასევე, განხორცილდება სადარბაზოს კედლის მხატვრობის კონსერვაცია. გარდა შენობის რეკოსტრუქციისა, გათვალისწინებულია წყალკანალიზაციის ქსელის მოწესრიგებაც. დ. აღმაშენებლის გამზირიN34-36 -ში მდებარე ისტორიული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დასრულდება.

პრეზენტაციას, მოსახლეობის გარდა, ჩუღურეთის გამგებელი და გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.