პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე „ვიშეგრადის ოთხეულის" საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა

1-viSegr-polit-3საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო–რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები იყო განხილვის მთავარი თემა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძისა და ვიშეგრადის ოთხეულის" საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორების შეხვედრაზე.

პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და ჩეხეთი საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გაიმართა. საუბარი შეეხო საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან არსებულ პრობლემებს და განიხილეს ამ პრობლემების გადაჭრის გზები.

სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მათი ქვეყნების უცვლელი მხადაჭერა.