პოლიტიკა
„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, რომლებიც ნატო-ს სამხედრო მოსამსახურეების გვერდით დგანან საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში!“ - პრემიერი ღარიბაშვილი

1-gordim-polit-1საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ოფიცრებს შეხვდა, რომლებიც ლიტვის თავდაცვის სამინისტროს აკადემიაში ინგლისური ენისა და საშტაბო-სამეთაურო კურსს გადიან.

საქართველო ნატოს რიგით მეორე კონტრიბუტორია და ჩვენ გვყავს საამაყო ჯარისკაცები, რომლებიც თქვენს გვერდით დგანან. აგვისტოში საქართველოში იმყოფებოდა ნატო- გენერალური მდივანი, ჩვენ გავხსენით ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი და განვაგრძობთ ჩვენი შეიარაღებული ძალების რეფორმას. ჩემთვის დიდი პატივია ვილნიუსში ჩვენს ახალგაზრდა ჯარისკაცებთან შეხვედრა, რომლებიც ემსახურებიან საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას“, - განაცხადა პრემიერმა.

ცენტრის საქმიანობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ცენტრის დირექტორმა, პოლკოვნიკმა გინტარას ბაგდონასმა პრეზენტაცია წარუდგინა და საქართველოს მიერ ცენტრის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„ნატო“-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის წევრი სახელმწიფოები არიან - ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, იტალია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და საქართველო. საქართველო ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრს 2014 წლის 16 ოქტომბერს შეუერთდა.