უცხოეთი
იაცენიუკი კვიტაშვილს, კვიტსა და დემჩიშინს მოხსნის!

1-kvita-zar-3საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, ასევე ენერგეტიკის მინისტრი ვლადიმერ დემჩიშინი და განათლების და მეცნიერების მინისტრი სერგეი კვიტი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში თანამდებობებს დატოვებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა განაცხადა.

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის მუშაობაში შეცდომები იყო დაშვებული, რის გამოსწორებასაც იაცენიუკი მთავრობის ახალ წევრებთან ერთად აპირებს. მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტს ევროინტეგრაციის საკითხებში ახალი ვიცე-პრემიერის კანდიდატურას შესთავაზებს, თუმცა კონკრეტულ გვარს არ ასახელებს. იაცენიუკი აცხადებს, რომ ამ პირის ვინაობას იმიტომ არ ასახელებს, რომ ამას შეუძლია კოალიციის დანგრევა“. უკრაინის პრემიერის თქმით, ის ამ საკითხზე პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავს.