პუბლიკაციები
“ნუ მაწყვეტინებთ!” – მიხეილ სააკაშვილი უკრაინული არხის პირდაპირი ეთერიდან გათიშეს (ვიდეო)
1-efir-zar-1-anსაქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუკზე” ტელეკომპანია “1+1-ში” მისი პირდაპირი ეთერის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.“უკრაინა უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური მძარცველისგან, იქნებიან ისინი ოლიგარქულ პარტიებში თუ ხელისუფლებაში, ასევე, როგორც ძველი, ისე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ტელეკომპანია “1+1-მა” გადაწყვიტა ჩემი პირდაპირი ეთერიდან გათიშვა, თუმცა ჩვენ მაინც ვიპოვეთ ეს ვიდეო”, – წერს სააკაშვილი საკუთარ “ფეისბუკზე”.

აღსანიშნავის, რომ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას წამყვანი არაერთგზის ეცადა, მისთვის სიტყვა შეეწყვეტინებინა. ამასთან, სააკაშილმა დაადანაშაულა იგორ კოლომოისკი იმაში, რომ ბოლო წლებია იგი ქვეყანა ძარცვავს და აღნიშნა, რომ კოლომოისკიმ და კორბანმა ამისათვის პასუხი უნდ ააგონ.