აქტუალური
საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო-ლიტვის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მთავარი თემა.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რეგიონში არსებულ გამოწვევებს, ასევე, აღინიშნა საქართველოს წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიტველ კოლეგას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.