პოლიტიკა
„ვიმედოვნებ, საქართველოს მოქალაქეებს ძალიან მალე ექნებათ ევროპაში თავისუფალი გადაადგილების საშუალება“ - ალგირდას ბუტკევიჩიუსი

1-algirdas-polit-3საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლიტვის პრემიერმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ლიტველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებული შესრულება და ამ მიმართულებით ევროკავშირის პოზიტიური დასკვნის იმედი გამოთქვა.

ჩვენ ასევე განვიხილეთ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ვისაუბრეთ ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და . სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ერთობლივი განცხადებები მედიისთვის ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.