პოლიტიკა
„ჩემთვის არ არის საინტერესო ვინ იქნება რეალური მფლობელი "რუსთავი 2"-ის, ჩემთვის არის მთავარი თქვენ, "რუსთავი 2" -ის ჟურნალისტები იყოთ დაცული“ - ირაკლი ღარიბაშვილი

1-irakkkk-polit-1საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ თანამედროვე, დემოკრატიულ საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ევროკავშირის შესაბამის რეფორმებს ვახორციელებთ, ყველა დავემორჩილოთ სასამართლო გადაწყვეტილებას”,-აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს მიმართა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

თქვენ გაქვთ უფლება გაგაჩნდეთ პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ ეს უნდა იყოს პირადი. მე ვერ დაგაძალებთ, რომ მხარდამჭერი იყოთ ჩვენი მთავრობის, რადგან თქვენ გაქვთ კონსტიტუციური უფლება გააგრძელოთ თქვენი საქმე, ისე როგორც ამას აკეთებთ”,-განმარტა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკრაინულ საიტებზე გავრცელებულ ჩანაწერებზეც გააკეთა კომენტარი.

გავრცელდა ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად ოდესის გუბერნატორის საუბრის ჩანაწერები, რომელიც საკუთარ თავს ქინძს ეძახის. ჩემთვის ეს სასაცილოა, ჩვენ ე.წ. ქინძის განცხადებებზე ვერ გავაკეთებთ სერიოზულ კომენტარს, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო არის იმაზე ძლიერი, ვიდრე იყო სამი წლის წინ, იმიტომ, რომ დღეს ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა არის და იქნება დაცული და ვერც ერთი მოქალაქე ვერ დადგება კანონზე მაღლა, ვერც “ქინძი” და ვერც ნებისმიერი სხვა მოქალაქე,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.