უცხოეთი
აშშ-ის პრეზიდენტი ერთადერთი მსოფლიო ლიდერია, რომელმაც რუსეთს თვითმფრინავის დაღუპვის გამო არ მიუსამძიმრა...
1-bort-zar-2საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. ბარაქ ობამა ლამის ერთადერთი მსოფლიო ლიდერია, რომელმაც პირადად არ მიუსამძიმრა ავიალაინერი Airbus-321-ის დაღუპული მგზავრების ნათესავებს მაშინ, როცა მთელი მსოფლიო რუსეთთან ერთად გლოვობს და დაივიწყა პოლიტიკური უთანხმოებანი. რუსეთის ხელისუფლებას არ მიუღია სამძიმრის დეპეშა ამერიკის ლიდერისგან. რფ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კითხვა, თუ რატომ არ მიუსამძიმრა აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს, მიმართული უნდა იყოს თეთრი სახლისა და არა კრემლისკენ.