პუბლიკაციები
გიორგი კვირიკაშვილი: „აშშ - საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს გააჩნია დიდი პოტენციალი“

1-ekonom-AQTUAL-2-ANALITსაქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო-ამერიკის სტრატეგიული დიალოგის პლენარული სესიის მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ასევე საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გაძლიერებას.

„საქართველო, სტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე, წარმოადგენს „ჭიშკარს“, რომელიც აკავშირებს ევროპას აზიასთან, კასპიის ზღვასთან და ცენტრალური აზიის რეგიონთან. ამასთან დაკავშირებით, მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკულ მხარეს დახმარებისთვის და მაღალი დონის მონაწილეობისთვის თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმში. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ სტრატეგიულ ინვესტიციის მნიშვნელობას განათლების სფეროში, მადლობა 140 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციისთვის „მილენიუმის" მეორე კომპაქტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის დარგებში საგანმანათლებლო დონის ამაღლებას, ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო გაცვლითი პროგრამები”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.