საზოგადოება
“ესტონეთი იყო და რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და მტკიცე მხარდამჭერად ევროპული და ევროატლანტიკური ევროინტეგრაციის პროცესებში” - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი

1-eston-SAZOG-3საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. ესტონეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს მთავრობის მეთაურს ესტონელმა კოლეგამ საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების მთავარი საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, ორი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ესტონელი ბიზნესმენები დაინტერესებულები არიან საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით.

საუბარი შეეხო საქართველოს ტურისტული პოტენციალის გამოყენების გზებს. შეხვედრაზე აღინიშნა ესტონეთის მდიდარი გამოცდილება ელექტრონული მმართველობისა და ინოვაციების სფეროებში.