საზოგადოება
ორმხრივი შეხვედრისა და ოქმზე ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

1-ceremonia-SAZOG-2საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ორმხრივი ურთიერთობები, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რეგიონული უსაფრთხოების თემები - ორი ქვეყნის ლიდერებმა შეხვედრის დეტალები შეაჯამეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ტაავი რიივასს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ვიზების ლიბერალიზაცია ქვეყნის ევროინტეგრაციის დღის წესრიგის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის თავისუფლების კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ საქართველოში არავინ იდგება კანონზე მაღლა. ეს არის ჭეშმარიტი დემოკრატია და ეს არის ევროკავშირის მთავარი ღირებულება, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ესტონეთისა და საქართველოს შორის გააქტიურებულ ურთიერთობებს  და საქართველოს ევროპულ მომავალს გაუსვა ხაზი ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი უნდა შეფასდეს ობიექტურად, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებებით.