პოლიტიკა
„იმ ადამიანის ადგილი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას და ქვეყანაში არეულობის დათესვას ცდილობს, ციხეშია!” – პრემიერი ღარიბაშვილი

1-mesto-POLIT-2-ANALITსაქართველო. 3 ნოემბერი. საქინფორმი. მე ვთვლი, რომ დემოკრატიულ და ცივილიზებულ სამყაროში არ არის ისეთი პოლიტიკოსის ადგილი, რომელიც აქეზებს თავისი პარტიის წევრებსა და ტელევიზიის დირექტორებს, შექმნან კრიმინალური დაჯგუფებები და მოახდინონ რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

ასეთი პირის ადგილი, არა აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს ის, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, არის ციხეში. თქვენი ინფორმირებისთვის, მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ბატონი სააკაშვილის და მისი პარტიის წევრების რამდენიმე აუდიოჩანაწერი, სადაც ისინი საუბრობენ რევოლუციაზე და სახელმწიფო გადატრიალებაზე საქართველოში. მე ვიტყოდი, ეს არის მისი ოცნება. დღეს საქართველო არის ძლიერი, დემოკრატიული და სტაბილური ქვეყანა, ჩვენ ვაგრძელებთ ევროპული ოჯახისკენ სწრაფვას, იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი,” - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თემაზეც გააკეთა კომენტარი: მე მგონი, ეს იყო სააკაშვილის გადაწყვეტილება, მისი არჩევანი, რომ მიეღო უკრაინის მოქალაქეობა, როდესაც გახდა ოდესის გუბერნატორი. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციისა და ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ვალდებული გახდა დაეწყო იურიდიული პროცედურები. რაც შეეხება მის მომავალს და პოლიტიკურ მიზნებს, მე არა მაქვს არანაირი სურვილი, ვიყო მისი ადვოკატი და ვიწინასწარმეტყველო მისი მომავალი, რადგან ამ კაცმა უკვე აირჩია თავისი გზა, თავისი პოლიტიკური მიზნები, -განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის აზრით, მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის.