საქართველო. 3 ნოემბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარეს" გაფართოებული ეროვნული შეკრების მონაწილეთა განცხადება
საზოგადოება "ლაზარეს" თითოეულ წევრს გაცნობიერებული აქვს ამ განცხადების თანმდევი მორალური პასუხისმგებლობა!
მეორე მხრივ, დანაშაულის ტოლფასი ხდება უმოქმედობა შექმნილ არასტაბილურ პოლიტიკურ სიტუაციაში. როგორც რეგიონში, ისე დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო!ის პოლიტიკური ავანტიურა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები უმზადებენ ქვეყანას, სერიოზული შეშფოთების მიზეზს იძლევა, რაც საზოგადოების პოზიციის მკვეთრ და ხმამაღალ განცხადებას ითხოვს!!!
საზოგადოება "ლაზარე" არ წარმოადგენს არცერთ მოქმედ პოლიტიკურ ძალას, და ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებით, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში არ უნდა გადავიდეს, რასაც ასე მონდომებით გეგმავს ნაციონალური მოძრაობა!
დღევანდელი შეკრების მონაწილეები ვაცხადებთ:
ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დაცვა მმართველი პოლიტიკური ძალისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მოვალეობაა; და მოუწოდებს მათ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში დაუყოვნებლივ გაატარონ ყველა აუცილებელი ღონისძიება ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რათა თავშივე აღკვეთონ დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა!
შეკრების მონაწილეებს მიგვაჩნია შექმნილი არაჯანსაღი სიტუაციის სათავე ქვეყნის გარედან შემოთავაზებულ და შიდა ძალებით მხარდაჭერილ ე.წ. კოჰაბიტაციურ პროცესშია.
საზოგადოება "ლაზარე" მოითხოვს:
1. სამართლიანი სასამართლოს პირობებში შედგეს, საქართველოს სინამდვილეში უპრეცედენტო სასამართლო პროცესი და გასამართლდეს მთელი ნაციონალური მოძრაობა, მისი იდეოლოგები და დამკვეთები, და არა მხოლოდ აღმსრულებლები!
2. სამუდამოდ აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური პარტია და გამოვლენილ იქნას მისი ნებისმიერ სახეცვლილება! რაც შესაძლებელს გახდის მისი რაიმე ფორმით რეამინაციის შესაძლებლობას!
3. კანონიერების ფარგლებში, დემოკრატიული პროცესების გათვალისწინებით, აღიკვეთოს მასმედიის საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის გამოყენების მცდელობები!
4. საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს ჭეშმარიტად სახალხო!
5. დემოკრატიისა და თავისუფალი არჩევნების საერთაშორისო პრინციპების დაცვით, განთავისუფლდეს ქვეყნის ყველა უმთავრესი და სახელმწიფო ინსტიტუცია (ძალოვანი, საგანმანათლებლო და ა.შ.) ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩანერგილი არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი კადრებიდან. და შეიქმნას საზოგადოების შემოქმედებითი პოტენციალის სრულად წარმოჩენის შესაძლებლობა!
საზოგადოება "ლაზარეს" მიაჩნია, თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს და ერთხელ და სამუდამოდ არ აღკვეთს ნაცმოძრაობის სატელიტი პარტიებისა და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დემაგოგიურ გამოხტომებს, მაშინ პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს და შეუქცევადი და უმართავი გახდება!
მოსალოდნელ შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებასა და მმართველ პოლიტიკურ ძალას დაეკისრება!!!
განცხადების ტექსტი დაეგზავნება უცხოეთის ქვეყნების საელჩოებს და გამოქვეყნდება პრესაში.
"ლაზარეს" გაფართოებული ეროვნული შეკრების მონაწილეების სახელით -
რეზო ამაშუკელი
საქართველო, თბილისი
2015 წლის 2 ნოემბერი