პოლიტიკა
უკრაინული WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული სააკაშვილის სატელეფონო საუბრების ახალი, გაშიფრული აუდიოჩანაწერები, რომლებიც საქართველოში სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების მომზადებასა და მასში უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკოს მონაწილეობას ადასტურებს

1-beseda-polit-3-analitსაქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინულმა WikiLeaks-მა კვლავ გამოაქვეყნა ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ორი ახალი საიდუმლო აუდიოჩანაწერი: 1 – „რუსთავი 2“-ის გენდირექტორ ნიკა გვარამიასთან; 2 - მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან, რომელთანაც მას დიდი ხნის ინტიმური მეგობრობა აკავშირებს.

სააკაშვილი - გვარამია:

იხეილ სააკაშვილი: ნიკუშ, ველაპარაკე კეზერას, რო გელაპარა. კი, მე ვიზიარებ რომ, არ გვინდა შეშინება ჟურნალისტების კოლექტივის... ერთადერთი წაიმუშავე ყველასთან სათითაოდ... მაგათ აუხსენი, ყველას გაყრიან სათითაოდ.
ნიკა გვარამია: არა, მაგათ ავუხსნი. ერთადერთი, თემური რომ დავიბარო,ჯანაშია და ვთხოვო აქ დაცვის ორგანიზება, იმიტომ, რომ მე არ მაქვს ექსპერტიზა, თემური ხომ შეძლებს, ხომ არ არის პრობლემა?..
მიხეილ სააკაშვილი: თემური პრობლემა არ არის, მაგრამ ყველაზე სწორია, მანდ ვინც ყოფილი სპეცრაზმელები არიან და იციან როგორ...
ნიკა გვარამია: თემურის ხალხი ხომ არის ჩემთან, ყველა ჩემი დაცვა ეგენი არიან...
მიხეილ სააკაშვილი: ხო, მარა ეგენი დაცვის თანამშრომლები არიან, მაგათ სპეცრაზმისგან დაცვა არ იციან.
ნიკა გვარამია: ეს სპეცრაზმელები საიდან მოვიყვანო, ნაცებს ვთხოვო, რომ დამაკავშირონ?
მიხეილ სააკაშვილი: გივი იცნობს ყველას.... და მაგათ, ყველას განუმარტე, რომ ყველას დედას უტირებენ, გაყრიან. ტუილა გონია ვინმეს, რომ რაღაც...
ნიკა გვარამია: OK, შენ თემურის მიწერე...

 

სააკაშვილი-ნიჟარაძე:

მიხეილ სააკაშვილი: ეხლა ვიყავი პოროსთან და ეხლა მოვედი
სოფო ნიჟარაძე: რაო მერე, როდის გადავწყვეტო?
მიხეილ სააკაშვილი: რა ვიცი, დავილაპარაკოთ 26-შიო
სოფო ნიჟარაძე: არჩევნების მერე ანუ?
მიხეილ სააკაშვილი: მოემზადე, ოცდაექვსში უნდა დაველაპარაკოთ.
სოფო ნიჟარაძე: მდაა, და რისთვის მოვემზადო, არ უთქვამთ?
მიხეილ სააკაშვილი: იმისთვის, ზუსტათაც. იმისთვის, რაც საჭიროა.
სოფო ნიჟარაძე: პირველი, თუ მეორე?
მიხეილ სააკაშვილი: მანდ სისხლის ღვრა იქნება, რომ იცოდე...
სოფო ნიჟარაძე: რა პონტში, აქა, ჩვენთან?
მიხეილ სააკაშვილი: აბა...
სოფო ნიჟარაძე: ხო, ალბათ იქნება
მიხეილ სააკაშვილი: სტო პრო იქნება, ქინძი ვიყო.
სოფო ნიჟარაძე: ხო, მარა რაღაცნაირად არის, პასიურობენ, ცოტა ეშინიათ
მიხეილ სააკაშვილი: ვისა?
სოფო ნიჟარაძე: ჩვენებს.
მიხეილ სააკაშვილი: ხო, ეს თავიდან ყოველთვის ასეა. რო იქნება, მერე ნახავ. ნოდარ მელაძე გახდება ფილდ-კომანდერი.
სოფო ნიჟარაძე: ნოდარ მელაძეა ყველაზე ჩაჯმული. სუნი ასდის შორიდან.