პოლიტიკა
"უნდათ ღირსება შეგვილახონ და ტალახში ამოსვარონ ქვეყნის იმიჯი!": სააკაშვილის საყვარელი - უკრაინული WikiLeaks -ის მიერ გამოქვეყნებული მის სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე სააკაშვილთან

1-poprat-pol-2-anსაქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. მომღერალი სოფო ნიჟარაძე უკრაინული WikiLeaks -ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს გამოეხმაურა და თავის ფეისბუქ-გვერდზე  შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა.
"ფსბ- დამონტაჟებულ სიყალბეზე სერიოზული კომენტარის გაკეთება სრულ სისულელედ მიმაჩნია, გასაგებია რის გაკეთებასაც ცდილობენ, უნდათ ღირსება შეგვილახონ და რაც კიდევ უფრო მძიმეა, ტალახში ამოსვარონ ქვეყნის იმიჯი!
რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, ის არის საუკეთესო ჟურნალისტი, ამავე დროს ის ჩემი მეგობარია, მე ის მიყვარს და იმედია ამ ფაბრიკაციამ არ შელახა მისი ღირსება!
ვადასტურებ ჩემს სოლიდარობას და მხარდაჭერას რუსთავი ორის მთელი კოლექტივის მიმართ!", - წერს სოფო ნიჟარაძე.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ თავის ინტიმური მეგობართან საუბრისას, სააკაშვილი მას მოკლე ხანში მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ აფრთხილებს, ლაპარაკობს მის მიერ განხორციელებულ 2 სცენარზე, ასახელებს თარიღს, პერსონალიებს და ნიჟარაძეს ეუბნება, რომ მოემზადოს.