უცხოეთი
ისრაელი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის პროცესს იწყებს
1-izra-zar-2-anსაქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. ისრაელი 2016 წლის დასაწყისში გეგმავს მოლაპარაკებების დაწყებასა და შემდგომ ორი წლის განმავლობაში ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შეთანხმების გაფორმებას. ამის შესახებ რუსეთ-ისრაელის სამთავრობათშორისი კომისიის თანათავმჯდომარემ, ისრაელის მთავრობის წევრმა ზეევ ელკინმა განაცხადა. დღეს გაიმართება სამთავრობოთშორისი კომისიების ხელმძრვანელთა შეხვედრა. რუსეთს წარმოადგენს რფ-ის ვიცე-პრემიერი არკადი დარკოვიჩი. ელკინის აზრით, თავისუფალი ზონის შექმნის პროცესის გაჭიანურება, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს ისრაელის ეკონომიკისთვისაც და იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შედიან, არ შეიძლება. ისრაელი, კერძოდ, ელოდება  საქონელბრუნვის ზრდის ეფექტს 6-8 პროცენტით. რუსეთისთვის კი გააქტიურდება ინვესტიციური პროცესი და ტექნოლოგიების ტრანსფერი. ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა, რომელშიც ხუთი ქვეყანა - რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, სომხეთი და ყირგიზეთი შედის, უკვე მიიღო განაცხადი თავისუფალი ეკონომიკური სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ მსოფლიოს 40 სახელმწიფოსგან.