საზოგადოება
„შეუძლებელია, არ შეგაძრწუნოს იმ ცინიზმმა და გულგრილობამ, რომელსაც იჩენენ ის პირები, რომლებსაც ოდესღაც ჩვენი ქვეყნის ბედი ებარათ“ - ირაკლი ღარიბაშვილი

1-cinizm-saz-1-anსაქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილს, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან გიგა ბოკერიასა და „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას შორის საუბრების აუდიოჩანაწერებს.

ეს ის ხალხია, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ვინც სასტიკად უსწორდებოდა ოპონენტებს, ვინც არბევდა ტელევიზიებს, მათ შორისიმედსდა სხვებს, ვინც ციხეში შექმნა ისეთი სისტემა, რომელმაც საქვეყნოდ ლაფში ამოსვარა ჩვენი ქვეყნის სახელი. მათ ჯერაც ვერ გააცნობიერეს, რომ საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია და დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო სამი წლის წინ “, - განაცხადა, კერძოდ, პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნების თხოვნით მიმართა.

ჩვენი სამართალდამცავები გამოიძიებენ აღკვეთენ ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, მათი უსაფრთხოების, მათი სიმშვიდის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა, კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება რუსთავი 2-თან დაკავშირებული სასამართლო დავა, საქართველოს დღეს ჰყავს და ეყოლება თავისუფალი მედია.

მათ კი, ვინც გეგმავს ჩანაწერების მიხედვით დადგმულ შესაძლო შეთქმულებაში მონაწილეობას, მივმართავ კატეგორიულად - კარგად დაფიქრდით, უნებურად არ აღმოჩნდეთ ბრმა იარაღი ვიღაცის ბინძურ გეგმებში... ვინც დღეს ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას ცდილობს, ვინც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გეგმავს რაიმე პროვოკაციას, ვპირდები, რომ ისინი უმკაცრესად დაისჯებიან. ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ლიდერები ვერასოდეს დააპირისპირებენ საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა, კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.