საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. „თავისუფალი თაობის” წევრი მარიამ მინდორაძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და თან ურთავს “ნაციონალების” ხელისუფლების დროს გარდაცვლილ ადამიანთა სიას რომელთა სიკვდილში საზოგადოება წინა მთავრობას ადანაშაულებს:
„ბევრი ჟურნალისტი ზოგი სასამართლო სხდომაზე, ზოგი კარს მიღმა, ზოგიც უმეტესი ბრძანდებოდით შემოსასვლელთან ახლოს ფოიეში, კამერებითა და მიკრიფინებით მომარჯვებულები… მაგრამ!!! რამდენმა თქვენთაგანმა იცის ბ-ნი იური ვაზაგაშვილის დარჩენილი ცოცხალი შვილი, რომელიც “ჩვენნაირად ცხოვრობს” რომელიც ვერ დაესწრო საკუთარი მამის მკვლელობის სასამართლო პროცესს და სამართლიანობის აღდგენის დღეს.ვაზაგაშვილების ნათესავები, მეგობრები და თავისუფალი თაობა იდგა იმ განწირული ოჯახის გვერდით.
ჯაბა ვაზაგაშვილი როგორც თითოეული ჩვენთაგანი, რომელიც არ შეუშვეს სასამართლოს სხდომაზე საკუთარი მამის მკვლელების განჩინების მოსასმენად. ჩვენ ერთად, როგორც ჯაბა, ველოდით სასამართლოს განაჩენს იმ ადამიანების მიმართ ვინც ასეთი საშინელი დანაშაული ჩაიდინა, მამა რომელიც საკუთარი შვილის სასაფლაოზე ააფეთქეს.
წარმოგიდგენთ იმ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობების სიას რაც ნაციონალური მოძრაობის სისხლიანმა რეჟიმმა ჩაიდინა არამარტო ვაზაგაშვილების ოჯახის, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობის წინაშე
1) ზურაბ ვაზაგაშვილი – საშა ხუბულოვი
2006 წლის 2 მაისი!
2) ბუტა რობაქიძე – 2004 წლის 24 ნოემბერი!
2004 წელს
3) ოთარ გველუკაშვილი –20 იანვარს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს;
4) ანტონ კუკულავა – 9 მარტს დაკავებისას მოკლეს;
5) დიკო ბარქაია 6) ზაზა ფანცქელაძე – ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, 17 მარტს მოკლეს;
7) ევგენი და 8) ომეხ აფრასიძეები – 24 მარტს მესტიის რაიონს სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს;
9) ხვიჩა კვირიკაშვილი 23 მაისს, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, პოლიციელების მიერ დაკავების შემდეგ, სახლში მიყვანიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა;
10) ალექსანდრე გომაშვილი – 22 ივლისს კახეთში, დაკავებისას მოკლეს;
11) მურთაზ ქარდავა და 12) თემურ ხუბუნია, ოფიციალური ვერსიით, უშიშროების სამინისტროს თანამშრომლის ენრიკო სიმონიანის მიერ, მის ოჯახზე თავდასხმისას, 23 ნოემბერს მოკლეს;
13) სულხან ლომიძე – 21 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს.
2005 წ.
14) ვლადიმერ ხოშტარია – 21 თებერვალს დაკავებისას მოკლეს;
15) აკაკი კორკოტაშვილი – გურჯაანის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას 19 მარტს მოკლეს;
16) ავთო და 17) ვახო გუმაშვილები – ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, 3 ივლისს, სპეცოპერაციისას მოკლეს;
18) ვახტანგ მარგოშვილი – 20 ივნისს, ქვემო ქართლში, ოფიციალური ვერსიით, საზღვრის უკანონო გადაკვეთისას მოკლეს;
19) ალექსანდრე თაბაგარი – 24 სექტემბერს, ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ჩოჩხათში მოკლეს;
20) ხვიჩა მელაძე, 21) გიორგი კვირიკაშვილი და 22) გიორგი მანჯავიძე – თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, 31 ოქტომბერს მოკლეს;
23) ლევან გულუა – 11 ნოემბერს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე, დაკავებისას მოკლეს;
24) რეზო სარჯველაძე – თბილისში, დაკავებისას მოკლეს 14 დეკემბერს;
25) ნესტორ ესებუა, 26) გია ოკუჯავა და 27) თემურ ცეკვავა – აბაშის რაიონში, სოფელ მარანში დაკავებისას, 29 აგვისტოს მოკლეს;
28) თამაზ კურკუმული – თბილისში, მუხიანის დასახლებაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, 12 ოქტომბერს მოკლეს.
2006წ.
29) სანდრო გირგვლიანი – 29 იანვარს ოქროყანის სასაფლაოზე წამებით მოკლეს;
30) რევაზ ცალანი – 20 ივნისს მესტიის რაიონში სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ლოგინს მიეჯაჭვა;
31) მურად გორგაძე, 32) რომან სურმანიძე და 33) მარად ართმელაძე – მეტროსადგურ „სამგორთან“ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს 12 იანვარს;
34) გია თელია – 13 თებერვალს სპეცოპერაციისას მოკლეს;
35) ჯემალ ჩაფიძე – თერჯოლის რაიონში, სოფელ ქვედა სიმონეთში, 28 აპრილს პოლიციამ დაკავებისას მოკლა;
36) ზვიად ბაბუხადია, 37) ბუთხუზ კიზირია და 38) ვალერი ბენდელიანი – 23 თებერვალს ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში, სპეცოპერაციის დროს მოკლეს;
39) მიხეილ ბერძენიშვილი – საგარეჯოში 2006 წლის 9 ივნისს, დაკავებისას მოკლეს;
40) გელა ცინდელიანი – სოფელ ჭუბერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 1 ივლისს მოკლეს;
41) ხვიჩა კოკაია – ხობის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას 23 აგვისტოს მოკლეს;
42) ვალერი ფხაკაძე 7 დეკემბერს, ქუთაისში, დაკავებისას მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, რადგან პოლიციელებმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დახმარება არ აღმოუჩინეს.
2007წ.
43) მიხეილ კირაკოსიანი – ახალციხეში 2 აპრილს, მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, საპატრულოს თანამშრომელმა მოკლა;
44) გიგა ჭარბაძე – 25 მარტს თელავში მანქანა დაეჯახა, რომელსაც პატრულ-ინსპექტორი მართავდა;
45) ალექსანდრე ხოსიტაშვილი – 14 აპრილს სოფელ დიღომში პოლიციელების ცემის შემდეგ გარდაიცვალა;
46) ოლეგ მესხიძე – ოზურგეთში 9 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს;
2008წ.
47) თენგიზ გოგია – 1-ელ თებერვალს ჩატარებული სპეცოპერაციისას, სენაკში, საკუთარ სახლში ჩაცხრილეს;
48) როლანდ მახარაძე – ბათუმში მძევლების განთავისუფლებისას, 5 მარტს მოკლეს;
49) გიორგი გამცემლიძე – მეტროსადგურ “რუსთაველთან” 8 მაისს, პატრულ-ინსპექტორმა მოკლა;
50) როინ შავაძე – 16 აგვისტოს, აჭარაში წამებით მოკლეს (ოფიციალური ვერსიით, გაქცევის მცდელობისას);
2009წ.
51) გია კრიალაშვილი – 20 მაისს თიანეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს; ჯიმი მეგრელიძე – ზუგდიდში, 9 მაისს დაკავებისას მოკლეს;
52) მამუკა ჩარჩხალია – 15 ივნისს, ნუცუბიძის პლატოს მესამე მიკრორაიონის ასახვევთან მოკლეს;