რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, 1 ნოემბერი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო,მწუხარებას გამოთქვამს. “მწუხარებას გამოვთქვამ რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რომელსაც 200-ზე მეტიადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გულწრფელად ვუსამძიმრებ რუს ხალხს ამ დიდ ტრაგედიას, თანავუგრძნობდაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს“, -ნათქვამია სამძიმრის წერილში.
საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო: "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტეში მომხდარი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუცხადებ მათ თანადგომას ამ უმძიმეს წუთებში", - ნათქვამია გეორგი მარგველაშვილის განცხადებაში.
საქინფორმი საქართველოს პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გულწრფელად უსამძიმრებს რუს ხალხს, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად - დაღუპულთა ოჯახებს, თავისი სახელით კი - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მომხდარი ტრაგედიის გამო.