პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების საკითხები განიხილეს

1-armenii-polit-3საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სავაჭრო– ეკონომიკური, ენერგეტიკული და ტურისტული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას. 
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ სომხეთის დელეგაციის მონაწილეობისთვის.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე საუბარი გაგრძელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გაფართოებულ შეხვედრაზე.
მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ პოლიტიკას.