პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიას შორის სატელეფონო საუბრების გაშიფრული აუდიოჩანაწერი - შეთქმულება სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების მიზნით საქართველოში

1-bok-gvar-pol-2-anსაქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. 2015 წლის 29 ოქტომბერს უკრაინულმა საიტებმა Українська революція და Украинский Wiki Leaks გამოაქვეყნეს ორი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი: 1 - საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრისა იუსტიციის ყოფილ მინისტრ, განათლების ყოფილ მინისტრ, საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიასთან; 2 - საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრისა უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან, ექსმმართველი პარტია „საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მდივანთან საერთაშორისო საქმეებში, გიორგი (გიგა) ბოკერიასთან. ზემოხსენებული სატელეფონო საუბრების ყველა მონაწილემ დაადასტურა, რომ ეს საუბრები ნამდვილად შედგა და ისინი ავთენტურია.

სააკაშვილი-გვარამია

. რაო, ძმაო ნიკოლოზ, როგორა ხარ, დაიღალე?
. დავიღალე ძაან, ოღონდ მართლა. არა უშავს.
. ჰო, მაგრამ ცოტა გაამხნევე შენი ისინი, რაღაცეები, თანამშრომლები, ტო.
. გამხნევებულები არიან, პროსტა დაბნეულები არიან, ბიჭო, ვერ გაიგეს, დღეს იქ იჯდა ყველა და გამო...დნენ ისეთი კლიენტი იყო რა...
. აბა რას იზამდნენ. ეხლა შემდეგ იმაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
. გადაწყვეტილებას მიიღებს, მთავარია რას იზამს ეს აღსრულება. აღსრულების ნაწილის ეშინია ყველას.
. აღსრულების ნაწილს მიიღებს ერთმნიშვნელოვნად.
. და მერე როგორ წარმოგიდგენია?
. უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, ბარიკადები უნდა გააკეთოთ. მოიმარაგოთ წყალი, ესა ისა. და უნდა იყოს ეს მრავალკვირიანი სტენდოფი. ეს არ უნდა იყოს ჩვეულებრივი... ახლავე უნდა დაიწყოთ ამის მომზადება, რკინები, ისინი. ისინი უნდა მიიტანოთ, დააწყოთ. ჩვეულებრივი ციხესიმაგრე უნდა გააკეთოთ...გარშემო რამდენიმე დაცვის ხაზი, კარვები.... მანდ სხვა გზა არ არსებობს. იქ კონცერტი აუცილებლად უნდა მოაწყოთ და ა.შ.....
. იასნო... კარგი, გავიგე.
. ფიზიკური უკრეპლენიები გააკეთე, რა, რომ პროსტა... სპეციალისტებიც არსებობენ, ხო? რომ ძალიან ძნელი იყოს გახსნა. რამდენიმე ბარიერი, მერე რკინის კონსტრუქცია... სასწრაფოდ უნდა ააშენოთ. ეხლავე უნდა დაიწყოთ შენება. ერთმნიშვნელოვნად უნდა მიხედო. შემდეგი სცენარი იქნება აღება და 22-ში შემოსვლა. ეს აღება არ უნდა დავუშვათ. 1500-2000 კაცს ჩვცეულებრივად ყოველთვის ვიშოვით, რომ გაამაგრონ, როგორც კი გამაგრდებით ერთი კვირა, ვსიო, ძაან გაუჭირდებათ.
. ჰო, პროსტა მე შემოსავალში გავიჭედე, იქნებ დამეხმარო.
. რა შემოსავალი... ჩვეულებრივი რევოლუცია ომია, ხო?
. რაღაცით ხომ უნდა გავაჩერო ეს ხალხი, ხელფასი, რაღაცა ხომ უნდა მივცე, საჭმელი ხომ უნდა ჭამონ.
. რა შემოსავალი, რევოლუცია უნდა მოხდეს! ეს უნდა გესმოდეს. ორი კვირა უნდა გაუძლოთ.
. შენ ფიქრობ, ეგეთი რაზვიაზკა იქნება ორ კვირაში?
. ერთმნიშვნელოვნად. და ეს... მმმ, კონცერტი სად არის 23-ში, რა ადგილზე?
. თავისუფლების მოედანზე.
. ჰოდა, 22-ში ეგენი აპირებენ მიღებას, ეგ არ დაუშვათ. ამიტომ 22-ში უნდა იყოს ეს ბარიკადები, კონსტრუქციები და იქ უნდა იყოს ხალხი, აქ უნდა იყოს ხალხი. ჰოდა აი კონცეპტიც!
. ელჩებს შევხვდები ხვალ და ზეგ. არიან ისტერიკაში, მაგრამ რა ხეირი...
. იშოვეთ ბაევიკები, რომლებიც მანდ დაიცავენ, თორემ... საბოლოო ჯამში ეს სროლით დამთავრდება აუცილებლად. ეგრეა რა ვქნა ახლა...
ნიკა გვარამია: კარგი, რა, დამილაგდება დღეს გონებაში რამე, რომ გამოვიძინებ და ხვალ მივხედავ.

 

სააკაშვილი-ბოკერია

. მე გვარამიას ვუთხარი ეგეთი რაღაცა - 22-ში მიიღებენ ეგენი გადაწყვეტილებას და 22-შივე აღასრულებენ, შევლენ რუსთავში. ეს რომ არ დაუშვას, ხვალიდან უნდა დაიწყოს მშენებლობა რკინის კონსტრუქციების, ბევრი ბარიკადი უნდა გააკეთოს, რომ აღება იყოს ერთკვირიანი, ციხესიმაგრე უნდა ააშენოს, თავისი დაცვით, გამაგრებებით, ბაევიკებით, რომ პროსტა სროლის გარეშე ვერ შევიდნენ.
. ბაევიკები მაგას არა ჰყავს, მარა... რა ჰქვია იმას...
. არა, რა შუაშია ბაევიკები…
. ხო, მაგისთვის ჩვენ ვემზადებით, რომ პარტიამ დააყენოს ბარიკადები. დღეს შვეხდეთ როგორ არის, დიდი სივრცეა ძაან, მაგრამ მანდ პრობლემა ის არის, რომ ორი ადგილია, სადაც უნდა შევიდნენ, რომ გათიშვა თუ უნდათ, დელისში შეუძლიათ შევიდნენ.
. სადა? დელისში?
. ჰო.
. მე მგონი, ჯობია მანდ სიგნალი გათიშოთ, რუსთავი 2 არსებობდეს ინტერნეტში, იმაში, ამაში...
. კი, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ეგ არის, რომ...
. დელისის გამაგრება ძალიან ადვილია.
. ხო, ვიცი, რომ ადვილია, მაგრამ ბევრი ხალხის დაყენებაა რთული. ანუ ხომ გესმის, ბევრი ხალხი ორგან - რთულია. მანდ როგორი რაღაცაა, ადგილი შენ გახსოვს, როგორია? ერთი რკინის კონსტრუქცია, ისე რომ ვერ შეაღწიონ, არ არსებობს. მანდ უნდა ჯახი მოხდეს, ანუ მაგრად უნდა მოგერიონ, რომ რაღაც აიღონ, თორემ რკინის კონსტრუქცია, რომ ვერ შევიდეს სპეციალური დანიშნულების რაზმი, ეგეთი, მე უცებ, ვერც წარმოვიდგენ... იმხელა სივრცე არის...
. სხვა გზას მე ვერ ვხედავ... ეგ იდიოტი უცხოელები რას შვრებიან?
. ხვალ რაღაცა განცხადებას აკეთებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
. დიდ განცხადებას, თუ პროსტა კითხავენ სპიკერს და უპასუხებს?
. ჰო, ესე უთხრეს, ამათ რომ შეხვდნენ და იქ დაუძახეს, რომ მოდით და უნდა გადმოგცეთ განცხადებაო. არ ვიცი, აი ვნახოთ, რა. ეგ ამბავი რაც ხდება, ჩვენ ხელში პირდაპირ არ არი და...ვნახოთ კიდევ რამეს აპირებენ თუ არა დამატებით, მაგრამ მაგისგან დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ ჩვენ ადგილზე. შენ იქ ხომ იქნები და გეტყვი დამატებით კიდევ რაღაცეებს, მაინც ტელეფონით არ მინდა.
. მე გამოვდივარ სამ საათზე, ხუთზე ვიქნები ალბათ. სხდომა მაქვს.
. ვიცი, მაგრამ ხომ გექნება ერთი ნახევარი საათი მაინც. როდის არი ეგა? ზეგ, ხომ?
. ჰო.
. რომელ საათზე?
. ხუთზეა თუ რაღაც.
. შენა და რა მაინტერესებს... მე წამოვედი ნიკასგან ერთი საათის წინ და მერე უნდა შეხვედროდა ჟურნალისტებს და...
. დაბნეული არიან ჟურნალისტებიო. მე ეხლა ძალიან დაღლილი ვარ და უნდა მოვიდე აზრზეო... მე ვუთხარი ნიკას, მანდ უნდა ააშენოთ რკინის კონსტრუქციები, შეიძლება ატყდეს სროლა და მაგისთვის მზად უნდა იყო. იმან კიდევ - ვაიმე, ვაიმე, ვაიმე... ეგრეა და! საჭიროა ეხლა ფიზიკური დაპირისპირება, უნდა ჩანდეს, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, რა... თუ ეგ არ შეგვიძია, მაშინ უნდა დავდგეთ ჩვენთვის. სხვანაირად ვერ მივიქცევთ ყურადღებას.
. ყურადღება, რა, ბრძოლისუნარიანობა უნდა ვაჩვენოთ.
. უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვები და თუ გაისვრიან, გაისროლონ!
. კარგი, კარგი.