სომხეთის უარი, ტურნირზე დაუშვას სპორტსმენები აფხაზეთიდან, აღმაშფოთებელია
საქართველო, 30 ოქტომბერი,
საქინფორმი. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაჭრით კიცხავს საქართველოს განუწყვეტელ მცდელობებს რესპუბლიკის იზოლაციასთან დაკავშირებით გარე სამყაროს კონტაქტებისგან და აგრძელებს თანმიმდევრულად და პრონციპულად აფხაზეთის მოქალაქეების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვას უცხოეთში. ამის შესახებ საგარეო უწყებამ 28 ოქტომბერს ერევანში თავისუფალი ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირისთვის აფხაზი სპორტსმენების ჩამოშორებასთან დაკავშირებით განაცხადა.
დიდი წუხილით გვიწევს იმის კონსტატირება, რომ ამ აღმაშფოთებელ ფაქტს ადგილი ჰქონდა სომხეთში, რესპუბლიკაში, რომელსაც აფხაზეთი მეგობარ ქვეყნად მიიჩნევს, ითვალისწინებს რა აფხაზეთში დიდი სომხური დიასპორის არსებობის ფაქტს, აფხაზეთის რესპუბლიკის მშვენიერ დამოუკიდებულებას მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასთან, ასევე ბუნებრივ სიმპათიას სომეხ და აფხაზ ხალხებს შორის, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.