საზოგადოება
დამცირებული ექსდიქტატორის გაცოფება: სააკაშვილმა ოდესას ისეთი გარჩევების გზისკენ უბიძგა, რომლებიც ქალაქს 90-იანი წლების შემდეგ არ უნახავს

1-beSenstvo-sazog-2-analitსაქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. სამშაბათს საღამოს ტერიტორიულმა საარჩევნო კომისიამ შეაგროვა ყველა ბიულეტენის პროტოკოლი და პირველ ტურში, 51,6% შედეგით, ტრუხანოვის გამარჯვების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ „ვესტი“-ს უკრაინული გამოცემა იტყობინება.

ამის შემდეგ ქალაქში ხმები გავრცელდა, რომ სამართალდამცავები საარჩევნო კომისიის ხელში ჩაგდებასა და იქიდან მთელი დოკუმენტაციის ამოღებას აპირებდნენ. თუმცა, მეორე დღეს დაინიშნა საქალაქო საბჭოს რიგგარეშე სესია, სადაც ქალაქის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ევგენი გრიგორიევმა, 64 დეპუტატიდან 49-ს თანდასწრებით, წაიკითხა ტერიტორიული საარჩევნო კომისიის №245 დადგენილება.

დოკუმენტის თანახმად, ოდესის მერად ოფიციალურად არჩეულია გენადი ტრუხანოვი. თავის მისასალმებელ მიმართვაში მან მოუწოდა ყველა ამომრჩეველს, გაერთიანდნენ ქალაქის პრობლემების ირგვლივ, რაზედაც იქვე დამსწრე ოპოზიციური ბლოკის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი სკორიკმა თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა.

ამგვარად, თავისი პოზიციების განმტკიცებით, ტრუხანოვმა, ფაქტობრივად, მიანიშნა, რომ მისი გადაწყვეტილების მხარდამჭერების საჭირო რიცხვი ქალაქის საბჭოში ჰყავს.

სააკაშვილი-ბოროვიკის ბანაკში დამარცხებას არ შეეგუენ და მოუწოდეს თავის მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ - აქცია ოდესის საოლქო ადმინისტრაციის სასამართლოს კედლებთან დაინიშნა, სადაც უნდა განხილულიყო სარჩელი არჩევნების გაყალბებულად აღიარების შესახებ.

აქციაზე რამდენიმე ასეული კაცი მივიდა, რომლებსაც იქ ტრუხანოვის ამავე რაოდენობის მომხრეები დახვდათ. ლოზუნგებისა და სიტყვების წარმოთქმაში შეჯიბრის შემდეგ ხალხი სწრაფად დაიშალა.

სააკაშვილი კი გაცოფდა და ტრუხანოვის მერად არაღიარების შესახებ განაცხადა. „ის ჩემთვის იყო და დარჩება კანდიდატად. ოდესას მერი არა ჰყავს“, - ისტერიულად განაცხადა საქართველოს ექსდიქტატორმა.