შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველო, 30 ოქტომბერი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი
სპარტაკ ქ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „
გლოკის“ მოდელის 2 პისტოლეტი ამოიღეს.