აქტუალური
დღეს პარლამენტი 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს. როგორც ცნობილია, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტი პარლამენტში მთავრობამ 30 ნოემბერს შეიტანა.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის - გია ხუროშვილის განცხადებით, 2011 წლის ბიუჯეტი კიდევ 30 მილიონი ლარით არის გაზრდილი და მისი საერთო მოცულობა 7 107.1 მილიონი ლარით განისაზღვრა. მისი თქმით, დამატებით 30 მილიონი ლარის გამოყოფა ადმინისტრაციული ხარჯების კიდევ 10 %-ით შემცირების საფუძველზე მოხერხდა.