პოლიტიკა
„საქართველოში ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად თავისუფალი გარემო მედიასაშუალებებისთვის, სამოქალაქო სექტორისთვის და ყველასთვის“ - ირაკლი ღარიბაშვილი

1-aravin-polit-3-analiსაქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა საქართველოში არასოდეს შეიზღუდოს მედიასაშუალებების ფუნქციონირება, იმის მიუხედავად, ეთანხმება თუ არა მის სარედაქციო პოლიტიკას.

მეც და მთავრობის წევრებსაც არაერთხელ გამოგვითქვამს კრიტიკა ამა თუ იმ ტელევიზიის მუშაობასთან დაკავშირებით, ეს ნორმალური, ჯანსაღი დემოკრატიის დამახასიათებელი პროცესია, მაგრამ დამისახელოს რომელიმე ქართველმა ან უცხოელმა, როდის გარდაისახა ჩვენი კრიტიკული აზრი შესაბამის ქმედებაში მედიასაშუალებებთან ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში?! დღეს ყველა მოქალაქე, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, აბსოლუტურად თავისუფალია. ნებისმიერი არხი, იქნება ესრუსთავი 2“, „მაესტროთუიმედი“, იმუშავებს ყოველთვის და ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ რომელიმე არხი ხელოვნურად დაიხუროს, თუმცა უნდა გავმიჯნოთ სამართლებრივი დავა“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს, რომელიც თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს.

ვერ მივიღებთ კრიტიკას, რომრუსთავი 2“-თან დაკავშირებულ პროცესებში ჩვენი მთავრობა რაიმე ფორმით ჩართულია. სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება, თავისუფალ გარემოში მიიღოს დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილება. ყველა ვალდებულია, განურჩევლად თანამდებობისა თუ პრივილეგიებისა, დაემორჩილოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. მინდა, ყველას მოვუწოდო, პოლიტიკოსებს, პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, ძალიან გთხოვთ, სასამართლოსთან მიმართებაში ყველანი ვიყოთ კორექტულები. როგორ შეიძლება, მოსამართლეს მოუწოდო, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ აბსოლუტურად თავისუფალი გარემო ყველა ძალისთვის, მაგრამ ყველანი უნდა ვიყოთ თანაბარნი კანონის წინაშე“, - აღნიშნა, კერძოდ, მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ძალიან ფასეულია უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების განცხადებები, თუმცა დაუმსახურებელი კრიტიკა მიუღებელია.