პოლიტიკა
„ჩვენ ვენ არ დავუშვებთ არავითარ პროვოკაციას და არც ერთი მოქალაქის სიმშვიდის დარღვევას“ - ირაკლი ღარიბაშვილი

1-garibaS-polit-1საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებული აქციების ორგანიზატორ ახალგაზრდებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მთავრობის მეთაურმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ გავრცელებული ვიდეომასალის ხილვა ნებისმიერი მოქალაქისთვის აღმაშფოთებელია, თუმცა ქვეყნის ინტერესებშია სტაბილურობის უზრუნველყოფა.

მინდა, საზოგადოებას მივმართო, გთხოვთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ყველანაირი ემოცია შევიკავოთ და მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, ვიდრე ვიყავით 3 წლის წინ, არ დავუშვებთ არავითარ პროვოკაციას და არც ერთი მოქალაქის სიმშვიდის დარღვევას, მაგრამ გთხოვთ, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობითაც დაინტერესდა. როგორც შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განმარტა, მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით 22 შემთხვევაში დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს 3 პირი, გამოძიება მიმდინარეობს 8 სისხლის სამართლის საქმეზე.