საზოგადოება
ცოფის გავრცელების მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა საქართველოშია

cofi2უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში სტატისტიკური მონაცემებით, კავკასიის რეგიონში ცოფის ყველაზე მეტი შემთხვევა საქართველოში დაფიქსირდა. აქ ყოველწლიურად ცოფით დაახლოებით 10 ადამიანი იღუპება. ანტირაბიულ კაბინეტს კი ყოველწლიურად ცხოველთან კონტაქტით დაზარალებული 30-დან 35 ათასამდე ადამიანი მიმართავს. ამ დიაგნოზით თელავის რაიონიდან თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ბოლოს 11 წლის მოზარდი მოათავსეს. პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 12 ნოემბერს ამავე დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში 17 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. საერთო ჯამში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2010 წელს ჰიდროფობიის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ექიმები ცოფის შემთხვევების გახშირებას მაწანწალა ძაღლების სიმრავლეს აბრალებენ.