პუბლიკაციები
ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიტმა ამფილოქემ ნატო ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

1amfiloh-zar-3-anსაქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიტმა ამფილოქემ განაცხადა, რომ მხოლოდ თავისი წინაპრების ჩერნოგორიას აღიარებს, თუმცა ქვეყანა არ უნდა იქცეს  ნატოს სახელწოდებით ცნობილი ტერორისტული ორგანიზაციის „ჭანჭიკად“:

ეს არაა ჩერნოგორია, მოსამსახურე... რომელიც მილიტარისტული, ტოტალიტარული, ტერორისტული ორგანიზაციის ჭანჭიკად გადაიქცევა. და ამას თავისუფლებად აცხადებენ! ეს ჩემი და ჩემი წინაპრების ჩერნოგორია არ არის!“ - განაცხადა ამფილოქემ წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ლიტურგიის შემდეგ ჩატარებული ქადაგებისას.