პოლიტიკა
“ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით პარლამენტის წევრის - ბატონ გოგი თოფაძის პირად მოსაზრებებს ტელეკომპანია„რუსთავი 2”-თან დაკავშირებით და მის პოზიციას სტალინთან დაკავშირებით!” - „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლის ღარიბაშვილის განცხადება

1gogi-polit-3-analitსაქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლის ღარიბაშვილის განცხადება:

„ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით პარლამენტის წევრის - ბატონ გოგი თოფაძის პირად მოსაზრებებს ტელეკომპანია„რუსთავი 2”-თან  დაკავშირებით. ასევე, ვემიჯნებით დეპუტატის პოზიციას სტალინთან დაკავშირებით! კოალიციას აქვს მტკიცე პოზიციები ასეთ ფუნდამენტურ თემებთან მიმართებით და ჩვენ ეს პოზიციები საჯაროდ გვაქვს გაცხადებული.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება და მიგვაჩნია, რომ „რუსთავი-2-თან“ დაკავშირებით ობიექტური,მიუკერძოებელი განაჩენი დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს.

ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების ერთგული პოლიტიკური კოალიცია, რომელსაც კარგად აქვს  გააზრებული საბჭოთაწარსული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური კურსი - ეს არის სწორი გზა და იგიპრინციპულად განსხვავდება იმ რეჟიმისგან, რომელშიც ათეული წლების განმავლობაში მოგვიწია ცხოვრება.

ჩვენ მივისწრაფვით დემოკრატიული განვითარებისკენ, ევროპული ოჯახისკენ!“.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ "მაესტროს ფაქტორში" სტუმრობისას გოგი თოფაძემ, კერძოდ, განაცხადა: სტალინის სურათი მალე დაიკიდება ყველა კაბინეტში. ის იყო საამაყო პიროვნება და მე-20 სუკუნეში აღიარებული პირი“.