საზოგადოება
გიორგი ალიბეგაშვილმა და რიმა ბერაძემ თბილისის საპატიო მოქალაქის გიორგი ტოვსტონოგოვის მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს

1ali-saz-2-MTAVARსაქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ, გამოჩენილი რეჟისორის, თბილისის საპატიო მოქალაქის გიორგი ტოვსტონოგოვის მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.

 ღონისძიება გიორგი ტოვსტონოგოვის საცხოვრებელ სახლთან, მისსივე სახელობის ქუჩაზე, გრიბოედოვის თეატრის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. მემორიალური დაფა სახლზე, სადაც ცნობილი რეჟისორი დაიბადა და 1946 წლამდე ცხოვრობდა, ასევე გვირგვინებით შეამკეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა, რეჟისორმა სანდრო მრევლიშვილმა და გრიბოედოვის თეატრის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე რუსეთიდან ჩამოსულმა სახალხო არტისტმა ოლეგ ბასილაშვილმა და ხელოვნების სხვა მოღვაწეებმა.

წელს გიორგი ტოვსტონოგოვის დაბადებიდან 100 წელი სრულდება.

1ali-saz-2-1 1ali-saz-2-2
1ali-saz-2-3 1ali-saz-2-4
1ali-saz-2-5 1ali-saz-2-6