საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. ზაზა გაბედავა „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ნათელაშვილმა ბერა ივანიშვილს სტატუსის საპასუხოდ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილმა ბერა ივანიშვილის ფეისბუქ-სტატუსს, სადაც ივანიშვილი აცხადებდა: „ჩემი თბილისი ყველას სჯობს“, ასევე ფეისბუქ-სტატუსით უპასუხა, სადაც, კერძოდ, აღნიშნავდა: „შვილო, რა თქმა უნდა, თბილისი თქვენთვის ყველაფერს სჯობს, აბა, სხვა რომელ დედაქალაქშია ისეთი ალალი, მიმნდობი და უეშმაკო ხალხი,რომელმაც შეიძლება, დაიჯეროს შენი მამიკოს ან ნებისმიერი მილიარდელის დაპირებები უფასო ფულის, უპროცენტო კრედიტების, განახევრებული ტარიფების, მაღალი პენსია-ხელფასების, მასობრივი სამუშაო ადგილების და მილიარდელის მიერ საკუთარი ფულის თუ სიცოცხლის გაწირვაზე...“
![]() |