საზოგადოება
2015 წლის 2 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00 საათზე, რუსთაველის თეატრში! - საზოგადოებრივი მოძრაობა “ლაზარე”-ს განცხადება

1lazare-SAZOG-1საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მოძრაობა ლაზარე”-ს განცხადება:
„საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარე“-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე, პოეტი რეზო ამაშუკელი იწვევს ფართო საზოგადოებას ერისა და ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე სამსჯელოდ. შეკრება შედგება ა.წ. 2 ნოემბერს, ორშაბათ დღეს, 17: 00-საათზე, შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო თეატრის დიდ დარბაზში.

დასწრება თავისუფალია, მოსაწვევების გარეშე. გთხოვთ მობრძანდეთ“.