აშშ ნავთობის სტრატეგიული მარაგების გაყიდვას 2 წლის შემდეგ დაიწყებს
საქართველო, 28 ოქტომბერი,
საქინფორმი. აშშ ნავთობის სტრატეგიული მარაგის
8%-ის (
58 მლნ ბარელი) გაყიდვას 2025 წლამდე გეგმავს, - იუწყება ბლუმბერგი. ამჟამად აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგები
695 მლნ ბარელადაა შეფასებული.
აშშ ნავთობის გაყიდვას სტრატეგიული რეზერვიდან 2018 წელს დაიწყებს. ყოვლწლიურად გასაყიდად გაიტანენ 5-დან 10 მლნ-მდე ბარელს რეზერვიდან. გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ხაზინაში შეინახება.