პუბლიკაციები
„ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენლობის ნახევარი მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები არიან

1bortn-zar-1-anსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ფსბ-ს დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვის განცხადებით, ტერორისტული სტრუქტურა "ისლამური სახელმწიფოს" (აკრძალული რუსეთში),  "ჯაბჰად ალ-ნუსრას" და სხვა დაჯგუფებების შემადგენლობაში მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელია.

"ჩვენი შეფასებით, ტერორისტული სტრუქტურების შემადგენლობაში ამჟამად 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები იბრძვიან. ამ დაქირავებული მებრძოლების წილი 40%-ს აღწევს. 10-მდე ბანდფორმირება შედგება რუსეთის, საქართველოს, უკრაინასა და ცენტრალური აზიის რეგიონის  მოქალაქეებისგან. ასეთი ქვეყნების რიცხვი განუხრელად იზრდება", - განაცხადა ბორტნიკოვმა ოთხშაბათს, დსთ ქვეყნების უშიშროების ორგანოებისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე.