სამართალი
„მადლობა მინდა ვუთხრა ჯეიმს, რომელიც ნატოს სახეა საქართველოში! ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან - ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთიანობაა“ - თინა ხიდაშელი

1jamess-samart-2-analitსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.

შეხვედრაზე განხილვის მთავარ თემას ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინები წარმოადგენდა. ჯეიმს აპატურაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება და საქართველო ნატოს წევრი გახდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მედიისთვის ბრიფინგი გამართეს.

„დღეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია დაიწყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი მაღალი რანგის სტუმრები ჩამოდიან და საქართველოდან აგზავნიან იმ მესიჯებს, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების გზავნილები იყოს იდენტური იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში  საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთიანობაა. მადლობა მინდა ვუთხრა ჯეიმს, რომელიც როგორც  კონფერენციაზე ითქვა, ნატოს სახეა საქართველოში და ასოცირდება პირდაპირ ნატოსთან საქართველოში; ის ყოველთვის მზადაა ჩამოვიდეს თბილისში და არსებულ გამოწვევებზე, შესაძლებლობებზე ჩვენთან ერთად ისაუბროს“, - განაცხადა, კერძოდ, თინათინ ხიდაშელმა.