საზოგადოება
ლიუდას ზდანავიჩიუსი: „განვიხილეთ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ეფექტიანი ინსტრუმენტები“ - საინფორმაციო ომები და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა

1ludas-sazog-2-analitსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი.  საინფორმაციო ომებზე, რუსულ პროპაგანდასა და მის სტრატეგიულ შედეგებზე იმსჯელეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“, სადაც სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების III ფორუმი და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. II სესიის მუშაობაში მონაწილეობდნენ უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი ლევან დოლიძე, ლატვიის სამხედრო აკადემიის ლექტორი ლიუდას ზდანავიჩიუსი, არსენ იაცენიუკის ფონდის - ღია უკრაინის დირექტორი ტარას მიხალნიუკი და ფინეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს და რუსეთის კვლევების პროგრამის დირექტორი არკადი მოშესი. სესიას ჟურნალისტი მირეკ ტოდა უძღვებოდა.

ვიმსჯელეთ ყველა იმ პოლიტიკური ძალის კონსოლიდაციაზე, რომელიც იზიარებს ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებს. ასევე, ვისაუბრეთ სხვა ნაბიჯებზე - საინფორმაციო კამპანიებსა და ინსტიტუციების გაძლიერებაზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა მოვახერხოთ ყველა შესაძლო საფრთხის განეიტრალება“, - განაცხადა ლევან დოლიძემ.

„განვიხილეთ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ეფექტიანი ინსტრუმენტები - ეს შესაძლოა იყოს პროპაგანდის შეზღუდვა ან მასმედიის ხარისხის გაუმჯობესება და საზოგადოების განათლება“, - განაცხადა ლატვიის სამხედრო აკადემიის ლექტორმა ლიუდას ზდანავიჩიუსმა.