პოლიტიკა
„საქართველოს სჭირდება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ნატოსთან. საქართველო უნდა გაწევრიანდეს ალიანში“ - არიელ კოენი

1koenn-polit-3-analitსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი.  თავდაცვისა და უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოში ამერიკელი ექსპერტები იმყოფებიან. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა უწყებაში გლობალური უსაფრთხოების ანალიზის ინსტიტუტის ცენტრის ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და გეოპოლიტიკის საკითხებში უფროს მკვლევართან, დოქტორ არიელ კოენთან და დევისის ინსტიტუტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტ ლიუქ კოფისთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია უმასპინძლოს ისეთ ფორუმს, რომელზეც საერთაშორისო ექსპერტები და ლიდერები იკრიბებიან და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა თუ მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან სწრაფად ცვალებად გარემოში. დღეს კონფლიქტები არსებობს სირიაში, უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში. საქართველო კი სწორედ ირანს, თურქეთსა და რუსეთს შორის მდებარეობს. საქართველოს სჭირდება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ნატოსთან. საქართველო უნდა გაწევრიანდეს ალიანში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისთვის მისი უსაფრთხოების, ეროვნული სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, საქართველოს ძალიან გაუმართლა, რადგან ჰყავს ისეთი თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ეს ყველა ღირებულება კარგად აქვს გაცნობიერებული და ამ მიზნების მისაღწევად ძალ-ღონეს არ იშურებს“, - აღნიშნა არიელ კოენმა.

„საშუალება გვქონდა გვესაუბრა მომავალ წელს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე და იმ აუცილებლობებზე, რაც საქართველოს ნატოში საბოლოო ინტეგრაციისთვის ესაჭიროება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრი პოლიტიკოსი და ექსპერტი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს. იმედი მაქვს, საქართველო და ქართველი ხალხი მოთმინებით ელოდება ნატოში საბოლოო გაწევრიანებას. დარწმუნებული ვარ, ეს დღეც მოვა“, - განაცხადა ლიუქ კოფიმ.