სამართალი
მამა-შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ ჯილდოდ 10 ათასი ლარი დაწესდა

killerოზურგეთში მამა-შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის, დავით ქადეიშვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ შსს-მ ჯილდოდ10 ათასი ლარი დააწესა. ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია შსს-ს ნომერზე 877 78 52 78. შეგახსენებთ, რომ მამა-შვილი, 30 წლის ირაკლი და 53 წლის თედორე ხურციძეები 15 დეკემბერს მოკლეს. შემთხვევის დროს დაიჭრა ირაკლი ხურციძის შვილი, 10 თვის გიორგი ხურციძე და მეუღლე, 26 წლის ქეთევან აშუბა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და მათი მდგომარეობა სტაბილურია. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მოკლული ირაკლი ხურციძის ბიძაშვილია.