პოლიტიკა
„ამერიკელ ექსპერტებთან ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც გამოვიყენებთთ იმისათვის, რომ საქართველოს თემატიკა უფრო აქტიურად ისმოდეს ვაშინგტონში“- თინა ხიდაშელი

1ariel-polit-2-analitსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი.  თავდაცვისა და უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოში ამერიკელი ექსპერტები იმყოფებიან. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა უწყებაში გლობალური უსაფრთხოების ანალიზის ინსტიტუტის ცენტრის ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და გეოპოლიტიკის საკითხებში უფროს მკვლევართან, დოქტორ არიელ კოენთან და დევისის ინსტიტუტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტ ლიუქ კოფისთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

„არიელ კოენი და ლიუქ კოფი საქართველოს ძალიან დიდი მეგობრები არიან.  წლების განმავლობაში ისინი ვაშინგტონში სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ და დღესაც ჩვენს გვერდით დგანან ყველა იმ გამოწვევის თუ სირთულის ფონზე, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან ვიმეგობროთ, იმეგობროს ქვეყანამ და მუდმივად გვყავდნენ, როგორც ქართული სახელმწიფოს ინტერესების დამცველები ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში. ჩვენ ვისაუბრეთ თანამშრომლობის ფორმებზე, განსაკუთრებით დროის ამ მონაკვეთში - ვარშავის სამიტამდე. მათგანაც მივიღეთ რჩევები. ასევე ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ამ ორმხრივ თანამშრომლობაში შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი ხმა, საქართველოს თემატიკა კიდევ უფრო მეტად და აქტიურად ისმოდეს ვაშინგტონში“, - აღნიშნა, კერძოდ, ხიდაშელმა.