პუბლიკაციები
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს შეხვდა

1kibarrr-polit-1-analitსაქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. შეხვედრისას მხარეებმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“- ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე  ისაუბრეს.
პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, ქიბარ ხალვაშისა და პრეზიდენტის შეხვედრა ბიზნესმენის ინიციატივით შედგა.

შეხვედრისას მან გაგვაცნო ის პოზიცია რაც სასამართლოში აქვს, რაც მოხდა, მისი აზრით, ამ საქმესთან დაკავშირებით, წლების წინ. პრეზიდენტი ამ კონკრეტული სამართლებრივი დავის იურიდიულ დეტალებში ვერ შევა. ერთადერთი, ჩვენი ინტერესი ამ საქმესთან დაკავშირებით გახლავთ ის, რომ სასამართლომ მშვიდ ვითარებაში მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება“, -აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

„ერთადერთი რა დახმარებაც პრეზიდენტმა აღუთქვა ქიბარ ხალვაშს არის ის, რომ მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველანაირად შეეცდება შეიქმნას მშვიდ გარემოში დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ამ ეტაპზე შეძლო, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა, დღეს ბევრად უფრო მშვიდად არის სიატუაცია, ბევრად უკეთეს პირობებში უწევს სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად ამ კუთხით პრეზიდენტმა ძალიან აქტიური მოქმედებები განახორციელა“, -აღნიშნა, კერძოდ, კოჟორიძემ.