აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი: „დაქირავებული მწამებელი, რომელსაც 30 ლარად ქართველი კაცი უნდა გაეუპატიურებინა, არის სახე სააკაშვილის“

1palaC-aqtual-1-analit-mtსაქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. მთავარი არქიტექტორი ადამიანების წამებისა იყო სააკაშვილი. სწორედ ის და მისი გუნდი იყვნენ ამ მთელი სიბინძურის, სისასტიკის შემოქმედნი, ამიტომ თქვენ - ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, საბოლოოდ უთხარით უარი 2012 წლის 1 ოქტომბერს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში განაცხადა, სადაც მან შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო დანელია წარადგინა.

ხალხმა შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა, ის სიდუხჭირე და გაჭირვება მოითმინოს, მაგრამ თუ რომელიმე ხელისუფალი შეეხება ქართველი კაცის ღირსებას და მის თავისუფლებას, მისი ბედი არის დასრულებული და ასეც მოხდა. თავიდან სააკაშვილმა დაიწყო კარგად, რეფორმებით, მაგრამ შემდეგ შეეხო ყველაზე მთავარს და აკრძალულს, არ შეიძლება ქართველ კაცს მიაყენო შეურაცხყოფა, არ შეიძლება ქართველ კაცს ღირსება შეულახო და თავისუფლება შეუზღუდო, ამიტომ მათი დრო საქართველოში დასრულებულია და ჩვენ გპირდებით, რომ ეს დროს საქართველოში არასდროს დაბრუნდება", - განაცხადა, კერძოდ, ღარიბაშვილმა.

„არ არსებობს მოძალადე პოლიტიკოსების ადგილი ქართულ სახელმწიფოში. ის საშინელი და შემზარავი ვიდეოები, რომელიც გამომჟღავნდა და კიდევ ერთხელ მხილებულ იქნა წინა ხელისუფლება, თუ როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ადამიანებს. ეს ხდებოდა აქ სამეგრელოში და არა მხოლოდ აქ, ყველა რეგიონში. მთავარი იდეოლოგი და არქიტექტორი ამის იყო სააკაშვილი. სწორედ ის და მისი გუნდი იყვნენ ამ მთელი სიბინძურის, სისასტიკის შემოქმედნი, ამიტომ თქვენ - ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, საბოლოოდ უთხარით უარი 2012 წლის 1 ოქტომბერს და მე ძალიან მჯერა, რომ ეს უარი დადასტურდება ასევე 2016 წლის ოქტომბერში", - აღნიშნა, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა.

1palaC-aqt-1-an-qvem