საზოგადოება
„აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იყო პრეზიდენტის გამოსვლა, კაცი რომელსაც კონსტიტუციით ევალება კონსტიტუციის ბალანსი, მან დაარღვია კანონი!“ – ბიძინა ივანიშვილი

1trap-sazog-3-analit

საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი.  2015 წლის 24 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილმა დიანა ტრაპაიძესთან ტელეინტერვიუში, „ტვ იმედზე“, გადაცემაში „შაბათის ქრონიკა“, კერძოდ, აღნიშნა:

 არ ჰქონდა მას უფლება მოსამართლეს მიანიშნოს. არანაირი საფუძველი სამოქალაქო დაპირისპირების არ არსებობს, მარგველაშილი ცდილობს თავისი განცხადებით ესე წარმოაჩინოს. ნაცინალური მოძრაობა დაუძლურებულია და ღებულობს იმას რაც დათესა და არავითარი მხარდაჭერა რეალური საზოგადოებიდან არ გააჩნია, ვინც აკეთებს მსგავს განცხადებებს სწორედ ნაციონალურ მოძრაობს უჭერს მხარს.

...მე პასუხს ვაგებ, რომ ყველა ჩემი ქმედება ყველა ჩემი ნაბიჯი დილიდან საღამომდე ფიქრიც და ჩემი ქმედებაც მიმართულია მხოლოდ საერთოზე, მხოლოდ საზოგადოებაზე... არანაირი კომერციული ინტერესი მე საქართველოში არ მაქვს, მე მხოლოდ ვხარჯავ და არაფერს არ ვიღებ სანაცვლოდ, საბედნიეროდ მაქვს ამის შესაძლებლობა და ვთვლი, რომ ვალდებული ვარ!

...შეგახსნებთ დღეს ვერავინ ვერ დაასახლეებს მთავრობის კონტროლირებად მედიასაშვალებას, მთავრობა არცერთ მედიასაშვალებას არ აკონტროლებს.“რუსთავი 2“ რა თქმა უნდა არ არის დამოუკიდებელი მედია, ეს არის საააგიტაციო მანქანა ნაციონალური მოძრაობის, მაგრამ მათ აქვთ ამის უფლება... არანაირი საფუძველი სამოქალაქო დაპირისპირების არ არსებობს. ისინი, ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, სწორედ ამის მიღწევას ცდილობენ“.