პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და რამდენიმე სამინისტრომ ახალ საიტთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს

opendata"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების" ინსტიტუტსა და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოსთან" თანამშრომლობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, შინაგან საქმეთა, ლტოლვილთა და განათლების სამინისტროებმა უარი განაცხადეს.

ამის შესახებ ახალი ვებგვერდის www.opendata.ge პრეზენტაციაზე საიტის ორგანიზატორებმა განაცხადეს. შეგახსენებთ, რომ ახალ ვებგვერდზე განთავსებულია სამინისტროების მიხედვით სახელფასო ფონდები, მინისტრებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა პრემიების შესახებ ინფორმაცია, სამინისტროების ბიუჯეტი და სარეზერვო ფონდები. როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, ყველაზე დახურული სამინისტროებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია; ყველაზე გამჭვირვალე კი – რეინტეგრაციების საკითხთა სამინისტრო.